imedi /  19 ივნისი 2017, 19:33 / სანდო წყარო

ფოთში მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

რეაბილიტაციის პროცესი

ფოთში მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს

სამუშაოებისთვის 760 ათასი ლარია გამოყოფილი. აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 543 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან.

პროექტის მიხედვით, შიდა საკანალიზაციო ქსელს 35 მრავალსართულიან კორპუსში რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა.

კომენტარები ()