imedi /  19 იანვარი 2017, 14:12 / სანდო წყარო

შსს: გიორგი ჯახუა სასულიერო პირი არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის და მას მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს - ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება.

სამინისტრო იარაღის ამოღების ფაქტს არ ადასტურებს.

ჯახუას მტკიცებით კი, იგი მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონია.

კომენტარები ()