imedi /  05 ივლისი 2017, 13:19 / სანდო წყარო

მთაწმინდის და ვაკის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

მთაწმინდის და ვაკის რაიონების ნაწილს დღეს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. კომპანია”ყაზტრანსგაზ-თბილისის”ცნობით, დღეს, 12:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა მთაწმინდის რაიონში, თავისუფლების მოედანი №4, №4ა, შოთა რუსთაველის გამზირი №1, ბესიკის ქუჩა №4, ლადო გუდიაშვილის, ანტონ ფურცელაძის, გრიგოლ აბაშიძის, რევაზ თაბუკაშვილის, ფხოვის, გია ჭანტურიას, ნატო ვაჩნაძის, არჩილ ჯორჯაძისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება შოთა რუსთაველის გამზირი №2-ში მდებარე ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრს, I კლასიკურ გიმნაზიას, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრს, ეკონომიკის სამინისტროს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება 17:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე. 

დღესვე, 12:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ვაკის რაიონში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა №16-2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. 

კომენტარები ()