imedi /  07 ივლისი 2017, 17:13 / სანდო წყარო

რაჭაში სტიქია ძლიერდება და ზარალიც იმატებს

ალპანა-მამისონის გზა

სტიქიის შედეგად ზემო რაჭის სამი სოფელია მოწყვეტილი გარესამყაროს. ღების, გონას და თევრეშოს 220-მდე ოჯახს წვდომა არ აქვს დანარჩენ საქართველოსთან. ადიდებულმა მდინარემ ალპანა-მამისონის ცენტრალურ გზაზე რამდენიმე ადგილას მეწყერი გამოიწვია. ამჟამად იქ სპეციალური ტექნიკა მუშაობს. 

მეწყერი ჩამოწვა სოფელ უწერაში. ცენტრალურ გზაზე ,ამ წუთებში გამწმნდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

რიონის კალაპოტში მოვარდნილმა წყლის ნაკადმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც რამდენიმე სოფელი ელექტტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ადიდებულმა რიონმა დატბორა ონის ცენტრალური პარკი და მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ეზოები.

უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ღარულაც, რამაც სოფელი ღარის მოსახლეობის კუთვნილი მიწებიც დატბორა.

ადგილზე უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ეტაპობრივად იმუშვებს. ამ დროისთვის ზარალის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან სტიქია კვლავაც გრძელდება და არ გამორიცხავენ ზარალის გაზრდას.

კომენტარები ()