imedi /  11 ივლისი 2017, 08:52 / სანდო წყარო

დღეს ვაკის და დიდუბის გარკვეულ ქუჩებს გაზმომარაგება შეუწყდება

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ვაკისა და დიდუბის რაიონების გარკვეულ ქუჩებს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.

კერძოდ, 10:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე №55, №75-3, №75-3ა, №75-4, №75-5, №75-5ა, №75-6, №75-7, №75-8, №75-9 და №75-10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდება 18:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირი №14-ს, №144ა-ს, №146-ს, №148-ს, პასტერის ქუჩა №2, №4, №6, №8, №10, №12, №14, უზნაძის ქუჩა №115, №115კ, №117-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება 18:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.

კომენტარები ()