imedi /  12 ივლისი 2017, 00:16 / სანდო წყარო

რაქვიაშვილი: დღეს რაც ვნახე, ეს არის მორიგი აგრესიული ქმედება

დავით რაქვიაშვილი

ქარელის რაიონში ე.წ. საზღვრის მონახულების შემდეგ, სადაც ოკუპანტებმა  ე.წ. საზღვრები გათხარეს, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი განცხადებას აკეთებს. ის პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მის განცხადებას Ipn ავრცელებს.

“ერთადერთი, რითაც საქართველო ამას შეიძლება დაუპირისპირდეს, ეს არის მორალური სიმტკიცე, რაც მიიღწევა მხოლოდ ერთიანობით. ხელისუფლება, პოზიცია თუ ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი თუ საზოგადოება, ყველა ერთიან პოზიციაზე უნდა იყოს შეჯერებული, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ ისტორიულ უსამართლობას...

დღეს მე რაც ვნახე, ეს არის მორიგი აგრესიული ქმედება და საქართველოს სჭირდება კონსოლიდირება. არ შეიძლება იყოს გაყოფილი საქართველოს სახელმწიფო პოზიციად ან ოპოზიციად. აუცილებელია ერთიანი ეროვნული მიდგომა იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი გაცილებით უფრო მაღალ ღირებულებას იძენდეს ჩვენი პარტნიორების დღის წისრიგში, როცა საუბარი მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობაზე“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. 

უშიშროების საბჭოს მდივანი კონფლიქტის ზონაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ოკუპირებული ცხინვალის მიერ ქარელის რაიონის რამდენიმე სოფლელზე ე.წ. საზღვრების მონიშვნის შესახებ ინფორმაცია  გავრცელდა.

კომენტარები ()