imedi /  12 ივლისი 2017, 12:08 / სანდო წყარო

თუშეთში ინტერნეტით უკვე 80-მდე ოჯახი სარგებლობს

თუშეთი

თუშეთის სოფლებში, პირველ ეტაპზე, ინტერნეტს 80-მდე აბონენტი იღებს. აქედან 48 მცირე და საშუალო ზომის საოჯახო სასტუმროა.

5 მგბ/წმ სიმძლავრის ინტერნეტის ფასი 25 ლარია. პირველ ეტაპზე ინტერნეტის ქსელით თუშეთის სოფელი ომალო დაიფარა, რადგან აქ უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს და შედარებით მეტი საოჯახო სასტუმროა.

თუშეთში ინტერნეტის გაყვანის სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყო, რადგან მანამდე თუშეთისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილი იყო.

თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტს საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია - „ინტერნეტსაზოგადოება“ აფინანსებს. პროექტის განსახორციელებლად 40 ათასი დოლარია გამოყოფილი.

კომენტარები ()