imedi /  12 ივლისი 2017, 13:37 / სანდო წყარო

ჩუგოშვილი: უკრაინის დელეგაცია გვეხვეწებოდა, სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთო

თამარ ჩუგოშვილი

პარლამენეტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის შესახებ Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უკრაინის დელეგაცია ქართულ მხარეს "ეხვეწებოდა, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას", რათა უკრაინიდან წასულიყო.

"ე.ი. მიშაზე დიდად კომენტარები არ ღირს, მაგრამ რადგან თავს გვახსენებს, მაინც დავწერ. PACE-ს ბოლო სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა, ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო (შეგვიძლია ოფიციალურ თხოვნად ჩავთვალოთ). მოკლედ, უკვე მეორე ქვეყანა ცდილობს როგორმე თავიდან მოიშოროს", - წერს თამარ ჩუგოშვილი Facebook-ზე.

 

27 ივნისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ცნობილი გახდა, რომ საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტისას, გიორგი მარგველაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხის დაყენებას არ აპირებს. 

კომენტარები ()