imedi /  13 ივლისი 2017, 11:49 / სანდო წყარო

მაროშ შევჩოვიჩი: ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია

მაროშ შევჩოვიჩი

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ენერგეტიკული კავშირის საკითხებში მაროშ შევჩოვმა ევროკავშირი საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად დაასახელა. ამის შესახებ მან ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" - მონაწილეებს სიტყვით მიმართვისას განუცხადა. ამის შესახებ 1tv.ge წერს

"ევროკავშირი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი, ინვესტორი და ოფიციალური დახმარების აღმომჩენია თქვენს ქვეყანაში, სადაც ჩვენ, ყველა იმ პროგრესულ რეფორმას ვუჭერთ მხარს, რომელიც საქართველოს ნათლად გამოკვეთილ ლიდერად აქცევს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში. ასევე ამით საქართველო ეკონომიკური და საზოგადოებრივი მდგრადობის მაგალითი ხდება", - განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.

მისი განცხადებით, ის მიხვდა, თუ რატომ დაიმკვიდრა ადგილი ევროპულ ბაზარზე ქართულმა ღვინომ და თევზეულმა.

"მაგრამ ეს დასაწყისია. ამ კონტექსტში მინდა მაღალი შეფასება მივცე საქართველოს ხელისუფლებას. მათი ძალისხმევისთვის, იმისთვის, რომ გამყარდეს ევროკავშირთან ურთიერთობები, ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით... ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც გასულ წელს ხელი მოეწერა, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და რა თქმა უნდა, თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სფერო გახლავთ ის მიმართულება, რომელსაც უკვე მოაქვს შედეგები", - განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.

ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები ()