imedi /  13 ივლისი 2017, 17:00 / სანდო წყარო

სერგეენკო აჭარაში მედიკოსებს შეხვდა

სერგეენკო აჭარაში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დავით სერგეენკომ 50-მდე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელსა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტს სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და პროგრამების მიმდინარეობის შესახებ შეფასებები პირადად მათგან მოისმინა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე გამახვილდა. 

აჭარის სამედიცინო საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაწყებულ კამპანიაზეც იმსჯელეს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საყოველთაო სკრინინგში მოქალაქეთა ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

კომენტარები ()