imedi /  14 ივლისი 2017, 08:22 / სანდო წყარო

დღეს თბილისის გარკვეულ ქუჩებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

"თელასის" ცნობით, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14 ივლისს თბილისის გარკვეულ უბნებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. 

კერძოდ, ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:30 საათამდე: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, სამგორის, ნადარეიშვილის, მეველეს და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის და არაყიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, რესტორანი „მარაბდას“ მიმდებარე ტერიტორიის და გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე: დიდი ხეივნის, მეორე ხეივნის, გულუას, შავიშვილის და წითლანაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის და გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე: ქერჩის, ხევძმარის, ხიზაბავრის, სარაჯიშვილის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, სანკტ-პეტერბურგის, უზნაძის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, მანჯგალაძის, მახალდიანის, თოფურიძის, ზაქრაძის და ლალიონის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე: უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქსნის და ფეიქრების ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. 

კომენტარები ()