imedi /  14 ივლისი 2017, 08:46 / სანდო წყარო

რეგიონებში ენერგო-პროს აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს „ენერგო-პროს“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კერძოდ, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 579 აბონენტს ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში;11:00 საათიდან 15:00 საათამდე - 379 აბონენტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ამლივი, ტბისი, და მიმდებარე სოფლებში;12:30 საათიდან 14:30 საათამდე - 298 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ბაზალეთის ტბა, რადიოსადგური და მიმდებარე სოფლებში;14:00 საათიდან 16:00 საათამდე - 822 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, დავათი და მიმდებარე სოფლებში; 15:00 საათიდან 18:00 საათამდე - 514 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფელბში ღულელები, თრიანი, ტოლაანთსოფელი და წყაროთუბანი; 13:00 სათიდან 18:00 საათამდე - 348 აბონენტს კაცხსა და ნავარძეთში.

კომენტარები ()