imedi /  14 ივლისი 2017, 09:15 / სანდო წყარო

ტექნიკური სამუშაოების გამო დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდება

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, დღეს ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით მთაწმინდის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება. 10:00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, მტკვრის ქუჩა №3, №4, №6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ორბელიანის და ათონელის ქუჩების, ტელეგრაფის III და IV ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება ათონელის ქუჩა №9-ში მდებარე გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრს, ვეკუას ქუჩა №3-ში მდებარე სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“, საქართველოს ვაჭრობის ცენტრს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის რაიონში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის №19-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

13:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის IV მიკრორაიონის №104-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. 

კომენტარები ()