imedi /  14 ივლისი 2017, 11:58 / სანდო წყარო

რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები სოფელ ბერშუეთთან აქციას გამართავენ

ამ წუთებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები სოფელ ბერშუეთისკენ მიემართებიან. საოკუპაციო ხაზამდე აქციის მონაწილეები ფეხით მიდიან, მათ თან საქართველოს და ამერიკის დროშები აქვთ.

მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დღეს მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას. მათი თქმით, აქ მთელი დღე დარჩებიან, საღამოს რვა საათზე კი მათ თბილისიდანაც შემოუერთდებიან.

ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველები იმყოფებიან.  

4 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვარი გადმოწიეს. ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე ადგილზე დადგეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგა.

კომენტარები ()