imedi /  14 ივლისი 2017, 17:28 / სანდო წყარო

თურქეთის ელჩი: უდანაშულობის პრეზუმფცია თურქეთის სასამართლოსთვის ფუნდამენტური პრინციპია

ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.

„წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ან უსაფრთხოებას დაემუქროს რაიმე საფრთხე, რომლებიც თურქეთში სასამართლოს წინაშე წარსდგებიან“, - აცხადებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, არც მუსტაფა ემრე ჩაბუქს, არც სხვა ნებისმიერ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს და თურქეთში სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს რაიმე ეჭვი. 

„ვერავინ დამისახელებს იმის კონკრეტულ მაგალითს, რომ იმ პირების, ვინც წარსდგნენ სასამართლოს წინაშე, მათ მიმართ წამებას, ან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ამის კონკრეტულ ერთ მაგალითებს ვერავინ დამისახელებს, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ორგანიზაციას, რომელიც საზღვარგარეთ წერენ თავიანთ მოხესენებას და წერის დროს მხოლოდ შორიდან გაგონილ ფაქტებს ეყრდნობიან“, - განახადა ელჩმა.

ელჩის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ უდანაშაულოა, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. მისივე თქმით, უდანაშულობის პრეზუმფცია თურქეთის სასამართლოსთვის ფუნდამენტური პრინციპია.

მისივე თქმით, თურქეთის სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ელჩის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული არ დაეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისთვის ყოველთვის ღია იქნება ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარი. 

ელჩი ამბობს, რომ თურქეთში დაწერილ საბრალდებო დასკვნაში არის მოყვანილი ძალიან ნათელი არგუმენტები იმისა, რომ ეს ადამიანი იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

კომენტარები ()