imedi /  16 ივლისი 2017, 19:22 / სანდო წყარო

ქართველმა ემიგრანტებმა ოკუპაცია ათენში, რუსეთის საელჩოსთან გააპროტესტეს

ემიგრანტების აქცია

საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები დაგმეს და ამ მიზნით, ათენში, რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

აქციის ლოზუნგი იყო "არა ოკუპაციას", აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად მავთულხლართებიც მიიტანეს საელჩოს წინ. 

მხოლოდ დღეს, ოკუპანტებმა საქართველოს სამი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მოიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

4 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვარი გადმოწიეს. ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე ადგილზე დადგეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგა. 11 ივლისს, ოკუპანტებმა კიდევ სამ ქართულ სოფელზე მონიშნეს ე.წ. საზღვარი. 

კომენტარები ()