imedi /  17 ივლისი 2017, 19:01 / სანდო წყარო

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მწყემსები გაათავისუფლეს

15ივლისს ავლევიდან და წითელუბნიდან გატაცებული მწყემსები ცხინვალის იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

ჯარიმის გადახდის შემდეგ ვასილ ბოლოთაევი, თენგიზ კაჯილოვი და აბესალომ კოკოლაშვილი ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს და ისინი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში დაკითხეს.

კოკოლაშვილის თქმით, ოკუპანტებმა ბანერთან მიახლოვება 300 მეტრით აუკრძალეს. რუსი სამხედროების განმარტებით, ბანერიდან 300 მეტრის მანძილზე მათი კონტროლირებადი ტერიტორიაა

რუსმა ოკუპანტებმა სამივე მწყემსი რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს.

კომენტარები ()