imedi /  17 ივლისი 2017, 19:13 / სანდო წყარო

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი განახლებულ მსოფლიო რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა და ATP-ის კლასიფიკაციაში 51-ე ადგილზე იმყოფება.

უიმბლდონის ტურნირის პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა არგენტინელ კარლოს ბერლოკს მოუგო, ხოლო 1/32-ფინალში მომავალ ნახევარფინალისტ ამერიკელ სემ ქუერისთან დამარცხდა.

ATP-ის რეიტინგს 7 750 ქულით ბრიტანელი ენდი მარეი ლიდერობს. მე-2 ადგილზე ესპანელი რაფაელ ნადალია , ხოლო ''უიმბლდონის'' გათამაშების გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა მე-5-დან მე-3 საფეხურზე გადაინაცვლა.

კომენტარები ()