imedi /  17 ივლისი 2017, 20:04 / სანდო წყარო

18 ივლისს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ელექტრო-პრო ჯორჯიას" 1188 აბონენტს ვარკეთილის მეურნეობასა და დიდ ლილოში,

11:00-დან 18:00 საათამდე 428 აბონენტს საჩხერის რაიონის სოფლებში მოხვა, ცხომარეთი, ქვემოხევი და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 18:00 საათამდე 806 აბონენტს ჭიათურის რაიონის სოფლებში სკინდორი, თვალუეთი, რუკვეთი და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 18:00 საათამდე 1133 აბონენტს წეროვანის დასახლებაში, 14:00-დან 16:00 საათამდე 1113 აბონენტს ყაზბეგის რაიონის სოფლებში არშა, გარბანი, ვარდისუბანი დ ამიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 18:00 საათამდე 822 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, დავათი, მაღრაანი და მიმდებარე სოფლებში, 17:30-დან 18:30 საათამდე 380 აბონენტს ზაჰესის და პლატინის დასახლებაში.

კომენტარები ()