imedi /  17 ივლისი 2017, 22:22 / სანდო წყარო

ტრაპზონთან მომხდარი ავტოავარიის ავტობუსის მძღოლს ხვალ დაკითხავენ

ვიცეკონსული
მანანა ბერიაშვილი

ტრაპიზონთან ავარიის დროს დაშავებულებიდან თურქეთში 5 პირი რჩება. ისინი ტრაპიზონისა და გირესუნის საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები.

თურქეთში საქართველოს ვიცეკონსულის მანანა ბერიაშვილის განცხადებით, ოპერატორი მერაბ ხუჭუა კვლავ რეანიმაციაშია მოთავსებული და ის მართვით სუნთქვაზეა.

მანანა ბერიაშვილის თქმით, ავტობუსის მძღოლს რამინ ლომიძეს ხვალ გაწერენ საავადმყოფოდან და სავარაუდოდ ხვალვე დაკითხავენ მას პროკურატურაში, რის შემდეგაც საქმეს კვალიფიკაცია მიეცემა.

უკვე დაიკითხა ავტობუსში მყოფი ყველა პირი. 

ავარიის დროს დაშავებულთა ნაწილი საქართველოში წუხელის, გვიან ღამით და დღეს დაბრუნდა. 

ავტობუსი, რომელსაც "ერისიონთან" არსებული ცეკვის ანსამბლი "ლამპრები" ბულგარეთში გადაჰყავდა, 16 ივლისს, გამთენიისას გზაზე ამოტრიალდა. ავტობუსში 38 ადამიანი, მათ შორის 26 ბავშვი იყო.

კომენტარები ()