imedi /  17 ივლისი 2017, 23:24 / სანდო წყარო

საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები საამიროებში უვიზოდ იმოგზაურებენ

საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საამრიოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები საამიროებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

ამ დოკუმენტთან ერთად, ხელი მოეწერა სხვა შეთანხმებასაც, რომელიც ორქვეყანას შორის ინვესტიციების დაცვას შეეხება.

"დღეს ხელი მოვაწერეთ ინვესტიციების დაცვის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება, განახორციელონ ინვესტიციები და განავითარონ ბიზნესკავშირები, ასევე ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის შემთხვევაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზოდ შეძლებენ გადაადგილებას. საამიროების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი უკვე მოქმედებს და იმედი გვაქვს მალე საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი დღეს ამ შეთანხმებით უკვე გადადგმულია. ორ ქვეყანას შორის ბევრი პირდაპირი რეისი ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ტურისტული პოტენციალის განვითარებას. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რათა მოძებნილ იქნას კონფლიქტის დარეგულირების გზები. ასევე, განვიხილეთ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გზებზე და ჩვენი ქვეყნის სტუნდენტების შესაძლო გაცვლაზე", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰაიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი მარგველაშვილს და მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება.

კომენტარები ()