imedi /  25 ივლისი 2017, 23:08 / სანდო წყარო

დავით სერგეენკო ირლანდიის სასაწრაფო დახმარების ცენტრის დელეგაციას შეხვდა

შეხვედრა ირლანდიის დელეგაციასთან

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დელეგაციას შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის, პერსონალის პროფესიული მომზადების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ცენტრში დაგეგმილ პროექტებზე და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა.

დელეგაცია ქვეყანაში ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორ მარტინ დუნეს ხელმძღვანელობით იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრსა და 112-ში იმყოფებოდნენ.

კომენტარები ()