imedi /  01 აგვისტო 2017, 11:17 / სანდო წყარო

ნიკა მელია: ოპოზიციის ლიდერებმა მაიკ პენსთან არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრეს

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით, მაიკ პენსთან შეხვედრისას ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობის პრობლემაზე ყურადღება ოპოზიციური პარტიების ყველა ლიდერმა გაამახვილა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

მელიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოლიტიკური ოპონენტების დევნას და იმ ინსტრუმენტების გამოყენებას, რასაც ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართავს.

„არაფორმალურ მმართველობაზე ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერმა ისაუბრა, რადგან ეს არის რეალობა და ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ. არამგონია, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი არაფორმალური მმართველობის შესახებ მიღებული ინფორმაციით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე მაღალი წარმოდგენის დარჩენილიყო“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. 

დღეს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.

მაიკ პენსი საქართველოში ესტონეთიდან ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა. მოგვიანებით, გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

კომენტარები ()