imedi /  07 აგვისტო 2017, 09:14 / სანდო წყარო

ორგანიზატორები საოკუპაციო ხაზთან ცოცხალ ჯაჭვში ჩართვისკენ მოუწოდებენ

ხვალ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 9 წელი გადის. საოკუპაციო ხაზთან, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთთან, ავტობანზე მასშტაბური აქცია - ცოცხალი ჯაჭვი - იგეგმება.

"მოვუწოდებთ ყველას, დააფიქსირონ მშვიდობიანი პროტესტი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ქაცარავა.

აქციაში ჩართვებიან პოლიტიკოსებიც. შეკრებილთა უსაფრთხოებას პოლიცია უზრუნველყოფს.

საპროტესტო აქციის მოწყობა იგეგმება ნიუ-იორკშიც, გაერო-ს შენობასთან.

კომენტარები ()