imedi /  08 აგვისტო 2017, 10:31 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვემიჯნებით შეხვედრებს, რომლებიც ხელისუფლების სტრატეგიას არ შეესაბამება

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრების მოსკოვში ვიზიტს და განაცხადა, რომ მათ შეხვედრებს რუს დეპუტატებთან საქართველოს პარლამენტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ამ ვიზიტს ემიჯნება.

„ეს არ იყო არც ფრაქციის ვიზიტი, ან რაიმე სხვა საპარლამენტო ფორმატით გამართული ვიზიტი. ეს იყო წმინდა პარტიული ვიზიტი. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ვიზიტებს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და ხელისუფლების საერთო სტრატეგიას არ შეესაბამება”, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები ()