imedi /  10 აგვისტო 2017, 13:36 / სანდო წყარო

სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობაზე გაფიცული მუშებიდან ერთ-ერთი დააკავეს

გაფიცულები

ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებული პირები მეორე დღეა გაფიცულები არიან. მუშები დღესაც ჩინური კომპანია "სინოჰიდროს" ეზოში შეიკრიბნენ.

ისინი ხელფასების 50%-ით მომატებას ითხოვენ. მათი თქმით, დღიური ანაზღაურება 14-დან 19 ლარამდე აქვთ. შეკრებილების განცხადებით, დღეს აქციაზე ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დააკავეს ერთი პირი. ისინი შუქრი ბიწაძის გათავისულებასაც მოითხოვენ.

როგორც შს სამინისტოში განაცხადეს, პირი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგობას გულისხმობს.

პარალელურად, საიციატივო ჯგუფის წევრები კომპანიის წარმომადგენლებსა და ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომლებს ხვდებიან.

კომპანიის თანამშრომლება პირველი საპროტესტო აქცია გუშინ გამართეს.

კომენტარები ()