imedi /  11 აგვისტო 2017, 12:05 / სანდო წყარო

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას გეგმავს. კონფერენციის თემაა - „სოფლის ტურიზმის თანამედროვე სტანდარტები და ტენდენციები“. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკოტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები.

კონფერენციის ფარგლებში მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები გამართავენ პრეზენტაციებს, მოხსენებებსა და სემინარებს. მოეწყობა გაცნობითი პრაქტიკული ვიზიტები მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე.

კომენტარები ()