imedi /  11 აგვისტო 2017, 17:17 / სანდო წყარო

მთაწმინდაზე ხანძარმა 200-მდე ხე გაანადგურა

თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ გოგა წერეთლის განცხადებით, მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 200-მდე ხე დაიწვა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

წერეთლის განცხადებით, ხეების განადგურების მიუხედავად, ადგილზე მეწყერის წარმოქმნის საშიშროება არ არის.

"მეწყერის საშიშროება არ არის, მაგრამ მომავალ კვირაში ალბათ სპეციალისტების რეკომენდაციებს მივიღებთ, შევისწავლით და შესაბამისად გადავწყვეტთ, თუ რა შეიძლება განხორციელდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე და რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას. პირველადი დათვალიერებით 200-მდე ხე არის დამწვარი, ბალახი და ბუჩქები. ხეებს შორის რამდენიმე გამხმარიც იყო. გამწვანების კუთხით ღონისძიებებს მას შემდეგ დავგეგმავთ, რაც რეკომენდაციებს მივიღებთ. მომავალ კვირაში სპეციალისტებთან ამ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი 8 აგვისტოს გვიან ღამით გაჩნდა, ცეცხლი 2 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.

კომენტარები ()