imedi /  12 აგვისტო 2017, 10:54 / სანდო წყარო

ელისაშვილმა ელენე ხოშტარია გააკრიტიკა

ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თავისი კონკურენტი, „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარია გლდანში 3 დღით საცხოვრებლად გადასვლის გამო გააკრიტიკა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ გაიგოს როგორია გაჭირვება, მას სადმე სხვაგან „გადაცხოვრება“ არ სჭირდება. ამის შესახებ ელისაშვილმს გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

„მე თბილისის პრობლემებით ვცხოვრობ დაბადებიდან. იმისთვის, რომ თუნდაც ეკონომიკური სიდუხჭირე გავიგო როგორია, ამისთვის, სადმე გადაცხოვრება არ მჭირდება. ოჯახში გავიზარდე, სადაც სხვებთან ერთად ძალიან მძიმე გაჭირვება ვნახე. პროცენტიანი ვალები, დაყაჩაღებული ჩემი მშობლები. ერთადერთი მარჩენალი ოჯახის - ტაქსი, ძველი „ვოლგა“ იყო და ისიც წაგვართვეს. სადღაც გადაცხოვრებით არ მჭირდება გავიგო, როგორ უჭირთ ადამიანებს. დღესაც ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ და ისევე მახრჩობს კრედიტები, როგორც სხვას, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პორცია ვაზელინის გადასმით , ივანიშვილის კარზე, ნებისმიერ თანამდებობაზე ვიქნებოდი, მე მიმაჩნია, რომ ხალხის გვერდით უნდა ვიყო და ამისთვის რაღაც წინასაარჩევნო ამბები არ მჭირდება“, - ამბობს ელისაშვილი.

კომენტარები ()