imedi /  12 აგვისტო 2017, 15:20 / სანდო წყარო

15-16 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს ინფორმაციით, 15-16 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთში და აღმოსავლეთში ნავარაუდევია 29-34 გრადუსი.

15 აგვისტოს თბილისში 34 გრადუსს პროგნოზირებენ, 16 აგვისტოს - 32 გრადუსს.

13-14 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. თბილისში - 36 გრადუსი, დასავლეთში - 33-38 გრადუსი, აღმოსავლეთში - 32-37 გრადუსი, სანაპირო ზოლზე 32-34 გრადუსია ნავარაუდევი.

კომენტარები ()