imedi /  12 აგვისტო 2017, 16:34 / სანდო წყარო

ბაკურიანში ველომარათონი გაიმართა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბაკურიანში სამთო ველო სპორტში შეჯიბრი მოეწყო. ტურნირში 30 პროფესიონალი ველომრბოლელი იღებდა მონაწილეობას.

მარათონი დიდველის ველობილიკზე გაიმართა. ტურნირის მონაწილეებმა 2.7 კილომეტრიანი რთული რელიეფული მონაკვეთი დაფარეს.

გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. ბაკურიანში ღონისძიების გამართვის მიზანია ზაფხულში კურორტის პოპულარიზაცია და სპორტის ექტრემალური სახეობის ხელშეწყობა.

ველოპარკი ბაკურიანში 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო.

კომენტარები ()