imedi /  12 აგვისტო 2017, 16:43 / სანდო წყარო

კვირიკაშვილმა თიანეთის მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა

პრემიერმინისტრმა თიანეთის მოსახლეობას "თიანეთობა 2017" მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილი თიანეთში, სახალხო ზეიმზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

პრემიერმა ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილი დღესვე თიანეთის სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ჯვრის კურთხევისა და ტაძრის გუმბათზე აღმართვის ცერემონიას დაესწრო.

კომენტარები ()