imedi /  12 აგვისტო 2017, 23:07 / სანდო წყარო

სამტრედიაში გულშემატკივარმა მსაჯებს ბოთლი ესროლა

სამტრედიაში „სამტრედიას“ და თბილისის „დინამოს" შეხვედრისას, საფეხბურთო მოედანზე ინციდენტი მოხდა. ანგარიში ფრედ 1-1 დასრულდა, რამაც „სამტრედიას“ გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია.

1 tv-ის ცნობით, ერთ-ერთმა ქომაგმა ტრიბუნიდან ბოთლი მსაჯების მიმართულებით ისროლა. პოლიციის თანამშრომლებმა კი აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც სამართალდამცველთა ჩარევით აღიკვეთა. საქმის ძიება ადმინისტრაციული სამართალწარმოებით, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები ()