imedi /  13 აგვისტო 2017, 10:38 / სანდო წყარო

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ჩუღურეთში, სვანეთის უბნის მცხოვრებლებს შეხვდა და პარტიის სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ელენე ხოშტარიას თქმით, თბილისის მერია ბიუროკრატიულ ხარჯებზე 200 მილიონამდე ლარს ხარჯავს და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ამ თანხების ოპტიმალურად გამოყენებაა შესაძლებელი.

,,ჩემი მერობის პირველივე 100 დღეში 203 000 პენსიონერისთვის პენსია გაიზრდება 50 ლარით, ხოლო მიზნობირივი სოციალური დახმარება ყველაზე გაჭირვებული ოჯახებისთვის 150-დან 520 ლარამდე გაიზრდება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები ()