imedi /  13 აგვისტო 2017, 11:44 / სანდო წყარო

შსს-მ 15 მაშველი დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ, ბათუმში, 15 მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ, მხოლოდ შავი ზღვისსანაპირო ზოლზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. მათი უმეტესობა წყალზე მაშველებმა ნაპირზე 4-5 ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ამავე პერიოდში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 200-მდე დაკარგული ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა.

კომენტარები ()