imedi /  13 აგვისტო 2017, 11:59 / სანდო წყარო

სოფიო სომხიშვილმა ძიუდოსტთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

სოფიო სომხიშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მეოთხე მედალი, ძიუდოში კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილმა მოუტანა. სომხიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე დაამარცხა პოლონელი კინგა ვოლშჩაკი, ბრაზილიელი ლუიზა კრუზი და ტუნისელი ფატი აბიდი. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სომხიშვილმა. ხორვატ ჰელენა ვუკოვიჩს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა და კადეტთა შორის მსოფლიოს ვიცეჩემპიონატის ტიტულს დაეუფლა.

გუშინ კადეტ ძიუდოსტთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაურიც გახდა. ჩილეში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე -73კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა ფინალში იაპონელი დაიკი იპონით დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.

ამ დროისთვის, საქართველოს კადეტების ანგარიშზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

კომენტარები ()