imedi /  13 აგვისტო 2017, 12:04 / სანდო წყარო

ქართველმა ჩოგბურთელმა საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი მარიამ დალაქიშვილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. პოლონეთში გამართულ 18-წლამდე ჩოგბურთელთა შეჯიბრის ფინალში დალაქიშვილმა ფრანგი მილენ ჰალემაი ორ სეტში, 6-1, 6-2 დაამარცხა.

ფინალამდე კი 15 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა სერბ, თურქ, სლოვაკ და ბერძენ მეტოქეებს მოუგო. მარიამ დალაქიშვილი საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა. ორ კვირაში დალაქიშვილი ეგვიპტეში გაემგზავრება და კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირზე გამოვა.

კომენტარები ()