imedi /  13 აგვისტო 2017, 12:51 / სანდო წყარო

მთაწმინდის პარკი მეხანძრეებს მასპინძლობს

მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის ინიციატივით, პარკი 8 აგვისტოს, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე მეხანძრეებსა და მათ ოჯახის წევრებს მაპსინძლობს. ღონისძიება დილას 11:00 საათზე დაიწყო.

მეხანძრეებს საშუალება აქვთ 3 თანხმლებ პირთან ერთად ესტუმრონ პარკს და 4 საათის განმავლობაში შეუზღუდავად ისარგებლონ პარკის ატრაქციონებითა და ფუნიკულიორით. ღონისძიებაზე დაპატიჟებული არიან ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე 70 მეხანძრე და მათი ახლობლები.

აღნიშნული ღონისძიებით პარკის ადმინისტრაციას სურს გამოხატოს მადლიერება იმ პირების მიმართ, რომლებმაც საკმაოდ ოპერატიულად ჩაატარეს წარმატებული სამაშველო ოპერაცია. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მსგავსი ღონისძიება მთაწმინდის პარკში მიიღებს ტრადიციულ სახეს და ყოველწლიურად ჩატარდება.

ხანძრიდან მეორე დღეს facebook-ზე 3 მოხალისის ფოტო გავრცელდა, რომლებიც მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებს ეხმარებოდნენ.

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი 8 აგვისტოს გვიან ღამით გაჩნდა, ცეცხლი 2 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.

კომენტარები ()