imedi /  13 აგვისტო 2017, 14:28 / სანდო წყარო

ამბროლაურში მეწყერის გამო სამი სოფელი გზის გარეშე დარჩა

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გარესამყაროს სამი სოფელი მოწყდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. მდინარე ლუხუნის ხეობაში მდებარე სოფლებთან - ლიხეთთან, აბართან და ურავთან  დამაკავშირებელ გზაზე მთა ჩამოიშალა.

სოფლებში დაახლოებით 900 ოჯახი ცხოვრობს. ჯერ უცნობია, თუ როდისთვის მოხერხდება გზის აღდგენა.

კომენტარები ()