imedi /  13 აგვისტო 2017, 15:08 / სანდო წყარო

თუშეთის გზაზე შეზღუდვა დაწესდა

თუშეთი

თუშეთის გზაზე შეზღუდვა ამოქმედდა. მიზეზი ქვის ინტენსიური ცვენაა, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საღამოს 20:00 სთ-დან დილის 06:00სთ-მდე ყველა სახის ავტომობილით გადაადგილება აკრძალა.

უწყება დროის ამ მონაკვეთში ვიზიტორებს თუშეთის გზის 56-ე კმ-ზე გადაადგილებას არ ურჩევს. სიტუაციას ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები აკონტროლებენ.

რამდენიმე დღის წინ სწორედ გზის ამ მონაკვეთზე კლდიდან მოწყვეტილი ლოდი ტურისტების ავტომობილს დაეცა. შემთხვევას ყველა ვიზიტორი გადაურჩა.

კომენტარები ()