imedi /  13 აგვისტო 2017, 15:20 / სანდო წყარო

ევროპული საქართველო რუსთაველებს 10 000 სამუშაო ადგილს ჰპირდება

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ რუსთავში მერობის კანდიდატი წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო იმედაშვილი იქნება, რომელიც ოფისში შეკრებილ „ევროპული საქართველოს“ წევრებსა და მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ წარუდგინეს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

„ის პირველ ნაბიჯებს დგამს პოლიტიკაში, სუფთა ფურცლიდან იწყებს“, - აღნიშნა უგულავამ იმედაშვილის წარდგენისას. როგორც თავად ნინო იმედაშვილმა განაცხადა, მისთვის, ისევე, როგორც პარტიისთვის, რუსთავის მერობის კანდიდატობა ძალიან დიდი გამოწვევაა.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი რუსთაველებს 10 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნასა და ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას ჰპირდება.

კომენტარები ()