imedi /  13 აგვისტო 2017, 17:06 / სანდო წყარო

კახა კალაძე: ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს

კახა კალაძე

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ Facebook-ზე მორიგი ვიდემიმართვა გაავრცელა. ამჯერად მან ეკოლოგიის შესახებ ისაუბრა. კალაძის თქმით, დედაქალაქში გარემოს ყველაზე მეტად ტრანსპორტი და მშენებლობები აბინძურებს. 

ამასთან, მერობის კანდიდატმა ყურადღება პარკებისა და რეაკრეაციული ზონების განვითარებასა და ნარჩენების საკითხის მოგვარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, თბილისს უნდა ჰქონდეს ეკოლგიური განვითარების ერთიანი ხედვა.  

როგორც კალაძემ აღნიშნა, აუცილებელია ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები და მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია.

„პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, მე ვფიქრობ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ, პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება დააწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება,რაც მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში,”-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები ()