imedi /  13 აგვისტო 2017, 18:20 / სანდო წყარო

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდი-ანაკლიის გზა გადაკეტეს

ზუგდიდის სოფლების, კახათისა და ახალი კახათის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ზუგდიდი-ანაკლიის გზა გადაკეტა. ამის შესახებ 1tv-ი წერს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მავნებლების გამო თხილის, სიმინდისა და ბოსტნეულის მოსავალი განადგურდა, რადგან ხელისუფლებამ შეწამვლითი სამუშაოები დააგვიანა. 

აქციის მონაწილეები ზარალის აღწერასა და კომპენსაციას ითხოვენ. მათივე თქმით, დღევანდელ აქციას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არ აქვს. 

აქციის ადგილზე მობილიზებული პოლიცია. 

კომენტარები ()