imedi /  13 აგვისტო 2017, 19:08 / სანდო წყარო

რაჭაში გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება

რაჭაში მთის ჩამოშლის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება. ამის შესახებ ipn-ი წერს.

ამბროლაურის გამგებელის მალხაზ ლომთაძის განცხადებით, გზა ტყეზე გადის და მისი რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. ხვალ, 12:00 საათზე კი შესაძლებელი გახდება 3 სოფელთან ამ გზით დაკავშირება. 

„მნიშვნელოვანია, რომ უკვე შევძელით ალტერნატიული გზის მოძებნა ლიხეთთან, აბართან და ურავთან დასაკავშირებლად. გზის რეაბილიტაცია უკვე დავიწყეთ და ხვალ, 12:00 საათზე დასრულდება. შესაბამისად, სამივე სოფელთან დამაკავშირებელი გზა ისევ იქნება", -განაცხადა ლომთაძემ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდინარე ლუხუნის ხეობაში მდებარე სოფლებთან ლიხეთთან, აბართან და ურავთან დამაკავშირებელ გზაზე მთა ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.

კომენტარები ()