imedi /  23 იანვარი 2017, 14:47 / სანდო წყარო

ქუცნაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიენიჭოს

ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებს კონსტიტუციაში განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიენიჭოს.

"ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა აფხაზ და ოს ხალხს მნიშვნელოვან გზავნილს გაუგზავნის. განსაკუთრრბული სტატუსი გულისხმობს ერთ სახელმწიფოში ორი სისტემის ფუნქციონირებას, როგორც ჩინეთში. მნიშვნელოვანია თამამი ნაბიჯების გადადგმა", - ამბობს დეპუტატი.

ტერიტორიული მოწყობის და თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

კომენტარები ()