საქართველო

imedi /  07 თებერვალი 2017, 14:35 / სანდო წყარო

თბილისში მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები დამონტაჟდა

მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები

შპს "თბილსერვის ჯგუფმა" გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ახალი თანამედროვე ტიპის მზის ენერგიაზე მომუშავე ლედ-სანათები დაამონტაჟა.

სანათები აღჭურვილია სპეციალური მზის ელემენტებით, რომლის მეშვეობითაც დღის განმავლობაში მიღებული ენერგია ელექტროენერგიად გარდაიქმნება და სპეციალური სენსორის მეშვეობით ღამით ავტომატურად ირთვება.

კომენტარები ()