imedi /  07 თებერვალი 2017, 16:30 / სანდო წყარო

ელისაშვილი: ბესელიასთვის ჯარიმის გადამხდელი და ბოდიშის მომხდელი არ ვარ

ალეკო ელისაშვილი

"ჯარიმის გადამხდელი არ ვარ და მითუმეტეს, ბოდიშის მომხდელი. მექრთამეების სასარგებლოდ ჯარიმას არ ვიხდი. არც მაქვს 20 ათასი და მითუმეტეს, ბესელიასთვის მისაცემი. ნიშანდობლივია, რომ ბესელიამ საკუთარი რეპუტაცია, პატივი და ღირსება 20 500 ლარად შეაფასა", - აცხადებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიასთან მიმდინარე სასამართლო დავის კომენტირებისას.

დღეს მოსამართლემ მხარეებს მოუსმინა.

"იმედს ვიტოვებ, მოსამართლე კუჭავა არ აღმოჩნდება სხვების მსგავსი და არ აღმოჩნდება ბესელიას ჯიბეში. დღევანდელი პროცესიდან დასკვნას ვერ გავაკეთებ", - ამბობს ელისაშვილი. 

თუ სასამართლო ელისაშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს, საკრებულოს დეპუტატი გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, დეპუტატები ხშირად უკავშირდებოდნენ და პრეზიდენტთან რეკომენდაციის გაწევას სთხოვდნენ. ელისაშვილი აცხადებდა, რომ SMS-ებს წარმოადგენდა, რაც ვერ წარმოადგინა.

კომენტარები ()