კულტურა

imedi /  08 თებერვალი 2017, 15:23 / სანდო წყარო

საკრებულოში ბადრი ვადაჭკორიას ახალი ალბომი წარადგინეს

ბადრი ვადაჭკორიას გამოფენა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ბადრი ვადაჭკორიას ახალი ალბომის - „ეს თბილისია“ - პრეზენტაცია გაიმართა. 

ალბომის პრეზენტაციასთან ერთად, დამთვალიერებელს იმ ფოტოების ნახვაც შეეძლო, რომლებიც ალბომში ვერ მოხვდა. 

ავტორის  მეთექვსმეტე ნამუშევარში დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები, მიმდინარე მოვლენები და ადამიანთა პორტრეტებია შესული. 

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე   საზოგადოებისთვის ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები ()