imedi /  08 თებერვალი 2017, 18:54 / სანდო წყარო

ეკა ბესელია: ალეკო ელისაშვილი ცრუპენტელაა

ეკა ბესელია

ალეკო ელისაშვილი არის ცრუპენტელა, ამის შესახებ განცხადება ეკა ბესელიამ გააკეთა.

დეპუტატის განცხადებით, გუშინ სასამართლომ მისი სარჩელის განხილვა დაიწყო, "ამიტომაც  იყო გამწარებული. ამ ადამიანს იმის გამბედაობა არ ეყო, რომ ჩემთან ერთად ეთერში დამჯდარიყო. ის არის მხდალი და ცრუპენტელა", - განაცხადა ბესელიამ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ადამიანის შეწყალების საკითხზე მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

კომენტარები ()