საქართველო

imedi /  10 თებერვალი 2017, 21:10 / სანდო წყარო

თბილისი-ნოვოსიბირსკის პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა

S7 Siberia

პირდაპირი ავიარეისი ნოვოსიბირსკი-თბილისი აპრილში გაიხსნება. ზაფხულის სეზონზე (29 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე), კვირაში ერთხელ ფრენებს რუსული „სიბირი“ (S7) შეასრულებს. ავიაკომპანიის საიტზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

29 აპრილისთვის ერთი მიმართულებით ბილეთის მინიმალური ფასია 10 262 რუბლი (175 დოლარი). ფრენის ხანგრძლივობაა 4 საათი და 55 წუთი.

გამოცემა "ეპიგრაფის" ინფორმაციით, ამ მიმართულებით პირდაპირი ფრენა 1990 წლის შემდეგ არ შესრულებულა. 2015 წელს რეისის დანიშვნა "აირზენას" სურდა, თუმცა ბილეთებზე დაბალი მოთხოვნის გამო გადაიფიქრა.

კომენტარები ()